საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის პროკურორად – ლევან გეგეჭკორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად – ზაზა მეტონიძე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად – მალხაზ გეწაძე, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნა. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავათ.
“საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ”, – აცხადებს პროკურატურა.