ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტრო: დაჭერილი მგლის ნაცვლად ძაღლის ფოტოები შეცდომით გამოაქვეყნეს

10 აგვისტო, 2015 • 7708
გარემოს დაცვის სამინისტრო: დაჭერილი მგლის ნაცვლად ძაღლის ფოტოები შეცდომით გამოაქვეყნეს

“გაცნობებთ, რომ ინფორმაციის გამოქვეყნებისას, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მგლის დატყვევებას და მის ველურ გარემოში გაშვებას ეხებოდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის „ფეისბუქის“ ადმინისტრატორის მიერ დაშვებული იქნა შეცდომა რა დროსაც მგლის ფოტოების ნაცვლად ატვირთულ იქნა ძაღლის ფოტომასალა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ადგილზე დატყვევებული იქნა მგელი. ამას დაადასტურებს ის მოქალაქეც, რომელსაც გარეული ცხოველი თავს დაესხა. სწორედ მის მიერ იქნა დატყვევებული მგელი, რის შემდეგაც ეცნობა მომხდარის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვწუხვართ დაშვებული შეცდომის გამო. ვაქვეყნებთ იმ ფოტომასალას, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას უნდა დართოდა თან,”– ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

დაჭერილი მგელი, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ლაგოდეხში ველურ ბუნებაში გაუშვეს
დაჭერილი მგელი, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ლაგოდეხში ველურ ბუნებაში გაუშვეს

დღეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ძაღლის ფოტოები, რომელსაც თან ახლდა წარწერა, რომ დატყვევებული მგელი ველურ ბუნებაში გაუშვეს. 

რაც შეეხება ძაღლის ფოტოს, რომელიც მგლის ფოტოების ნაცვლად აიტვირთა, დეპარტამენტში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ფოტოზე გამოსახული ძაღლი მათი დაჭერილი არასდროს ყოფილა და მისი ფოტო შეცდომით ატვირთა გვერდის ადმინისტრატორმა.

ძაღლის ფოტო, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შეცდომით მგლის ფოტოს ნაცვლად აიტვირთა
ძაღლის ფოტო, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შეცდომით მგლის ფოტოს ნაცვლად აიტვირთა

მასალების გადაბეჭდვის წესი