ახალი ამბები

ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის კაცს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

11 მარტი, 2020 • 915
ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის კაცს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ყოფილი ცოლის  განსაკუთრებული სისასტიკით  მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ პირს 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. საუბარია გასული წლის ოქტომბერში ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე.

“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 ოქტომბერს, ხაშურში ყოფილ მეუღლესთან სამსახურში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით და სამი ხელყუმბარით მივიდა და შურისძიების მოტივით,  განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა.

ვინაიდან ი.დ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ყოფილი მეუღლის მიმართულებით  ხელყუმბარა ისროლა, რომელიც არ აფეთქდა. ნ.გ.-მ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით  იქვე მდებარე სუპერმარკეტში შეაფარა თავი, სადაც ი.დ. შეჰყვა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავისა და სხეულის არეში ცეცხლსასროლი იარაღი  რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ოცზე მეტი დაზიანების  შედეგადაც ნ.გ. საავადმყოფოში გარდაიცვალა,”-აცხადებენ პროკურატურაში.

მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) დაიწყო.

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი