ახალი ამბები

“კათარზისი” ორი დღით დაიკეტა

10 მარტი, 2020 • 1110
“კათარზისი” ორი დღით დაიკეტა

სასადილო “კათარზისის” დღის ცენტრი, რომელიც სოციალურად დაუცველ ასაკოვან მოსახლეობას საკვებით უზრუნველყოფს, კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე 2 დღის დაიკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს.

როგორც “კათარზისის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტელეკომპანიასთან საუბარში აღნიშნა, ჰუმანიტარული ცენტრი ამ ორი დღის განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს:

“კათარზისის დღის ცენტრმა დროებით შეაჩერა მუშაობა, გავითვალისწინეთ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული რისკები კორონავირუსთან დაკავშირებით, ასევე გავითვალისწინეთ ის ფაქტორიც, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, მიეკუთვნებიან ძირითადად რისკ-ჯგუფებს”, – განმარტა ცენტრის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, “კათარზისი” ალტერნატივის სახით ბენეფიციარებს საკვების წაღებას სთავაზობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოორნავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა, მსოფლიოში კი ეს რიცხვი 110 ათასს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი