ახალი ამბები

კორონავირუსის გამო, ევროპარლამენტში საქართველოზე მოსმენა გადაიდო

10 მარტი, 2020 • 1261
კორონავირუსის გამო, ევროპარლამენტში საქართველოზე მოსმენა გადაიდო

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ევროპარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებების დიდი ნაწილი გადაიდო ან გაუქმდა.

ევროპის პარლამენტში აღარ გაიმართება საჯარო საკომიტეტო მოსმენები, სემინარები, ვიზიტები და გამოფენები.

ასევე, შეიკვეცა ევროპარლამენტის პლენარული სესიის დღის წესრიგი. მათ შორის, დღის წესრიგიდან ამოღებულია საქართველოს საკითხის განხილვა.

ევროპარლამენტში დღეს, 10 მარტს დაგეგმილი იყო განხილვა საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, 12 მარტს კი იგეგმებოდა საქართველოს შესახებ რეზოლუციის კენჭისყრა. ორივე ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადადებულია.

4 ევროპარლამენტარი 8 მარტის შეთანხმებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი