ახალი ამბები

იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი მოქალაქეები კარანტინში განთავსდებიან – გამყრელიძე

10 მარტი, 2020 • 1419
იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი მოქალაქეები კარანტინში განთავსდებიან – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იტალიიდან დღეს, 10 მარტს სპეცრეისით ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს თბილისსა და მის შემოგარენში მოწყობილსპეციალურ საკარანტინო სივრცეებში მოათავსებემ.

“[ადამიანების ჩმოყვანა] ეს არის ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა. შერჩეულია შესაბამისი დაწესებულებები თბილისში და თბილისის შემოგარენში და ისინი გადაყვანილი იქნებიან იქ”, – აღნიშნა გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

დღეს, 10 მარტს, გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 15 ადამიანს აქვს დადასტურებული. კარანტინში იმყოფება 178 ადამიანი ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 56 ადამიანი.

იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს სპეცრეისებით Georgian Airways ჩამოიყვანს

მასალების გადაბეჭდვის წესი