ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დღეს გახდება ცნობილი

10 მარტი, 2020 • 943
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დღეს გახდება ცნობილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ერთდაერთი საკითხი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის შესახებ, 16:00 საათზე უზენაეს სასამართლოში გაიმართება.

მანამდე კი, 15:00 საათზე თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისგან შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი 10 წლის ვადით ირჩევს.

პარლამენტმა გასულ წელს უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, მათ შორის, შალვა დათუმაძე, რომელიც მანამდე მთავარი პროკურორის პოსტს იკავებმა. გასაუბრებისას თადუმაძემ დაადასტურა, რომ საკუთარ კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზეც განიხილავს.

ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ – თადუმაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი