ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ – თადუმაძე

მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას განიხილავს.

ამის შესახებ მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“საინტერესო კითხვაა, მაგრამ ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული. თუმცა ვთვლი, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი თავი განვიხილო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, თუ, ბუნებრივია, საბჭოს და პარლამენტის გადაწყვეტილება ამ მიმართლებაში ჩემს სურვილებს დაემთხვევა. თუმცა ეს არ არის ჩემი თვითმიზანი. მიმაჩნია, რომ უზენაესის მოსამართლეობა არის ის სტატუსი, რომელიც აბსოლუტურად მაკმაყოფილებს, რომ ვემსახურო ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობას, თუმცა ჩემს თავს სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ”, – განაცხადა თადუმაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.