ახალი ამბები

პროკურატურა: მოქალაქემ თანხის გამოძალვის მიზნით თავი პროკურორად გაასაღა

7 აგვისტო, 2015 • 1035
პროკურატურა: მოქალაქემ თანხის გამოძალვის მიზნით თავი პროკურორად გაასაღა

პროკურატურის განცხადებით, წარსულში ნასმართლევმა კახაბერ მაღრაძემ და ასევე ნასამართლევმა იოსებ ელიაშვილმა   ერთ-ერთი მსჯავრდებულის მეუღლეს, ანა გიგაურს ვითომდა მეუღლის სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ  მოტყუებით 5000 აშშ დოლარი გამოსძალეს.  უწყების ინფორმაციით, კახაბერ მაღრაძე იოსებ ელიაშვილთან შეთანხმებით, ანა გიგაურს  როგორც პროკურორი დავით ქორიძე გაეცნო და დაარწმუნა რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ  მოახერხებდა პატიმრობაში მყოფი მეუღლის გათავისუფლებას.

 

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,ა“  და მე-3 ნაწილი ,,ბ“  ქვეპუნქტებით მიმდინარეობს რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. 

 

უწყება ასევე ავრცელებს მიმართვასაც, სადაც მოუწოდებს საზოგადოებას, რომ პროკურატურის სახელით ჩადენილი მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს პროკურატურას.

პროკურატურა
პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი