ახალი ამბები

“ყველაფერი შეთანხმებულია” – არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება

8 მარტი, 2020 • 1606
“ყველაფერი შეთანხმებულია” – არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე შეხვედრა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ელჩ კელი დეგნანის ფასილიტაციით მიმდინარეობდა, დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგა.

“პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდა. აგრეთვე, მაქსიმალურად, მიახლოებული პროპორციულ არჩვნებთან და მესამე: ოლქები შედგება ისე, როგორ ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია”, – თქვა შეხვედრის დასრულდების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ.

პოლიტკოსების თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით, რაც ნიშნავს, რომ პროპორციული სისტემით აირჩევა 120 დეპუტატი, 30 კი – მაჟორიტარული.

პოლიტკოსების თქმით, დოკუმენტში, რომელსაც ყველა მხარემ ხელი მოაწერა, კონკრეტული გვარები, ვისი გათავისუფლების პირობაც “ქართულმა ოცნებამ” დადო, ჩაწერილი არ არის.

მიუხედავად ამისა, როგორც გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველოს” ლიდერი ამბობს, საუბარია ირაკლი ოქრუაშვილისთვის, ბესიკ თამლიანისა და გიორგი რურუასთვის აღვეთის ღონისძიების შეცვლაზე. რაც შეეხება გიგი უგულავას, როგორც ვაშაძე ამბობს, შეიძლება ის პრეზიდენტმა შეიწყალოს.

“მართლმსაჯულები რომელიმე მხარის მიერ არ უნდა გახდეს პოლიტიკური მოტივებისთვის გამოყენებული. კონკრეტული სახელი და გვარები ამ ჩანაწერში არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ნინო ბურჯანაძემ თქვა, შეიცვლება საარჩევნო ბარიერი და ის 1%-მდე შემცირდება.

შესაბამისი საკონსტიტუციო პროექტი პარლამენტში რამდენიმე დღეში უნდა დარეგისტრირდეს.

მემორანდუმი – რაზე შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი