ახალი ამბები

ჩხოროწყუში სოფელ თაიას მიმდებარედ ხანძარია

7 მარტი, 2020 •
ჩხოროწყუში სოფელ თაიას მიმდებარედ ხანძარია

ჩხოროწყუში სოფელ თაიას მიმდებარედ ხანძარია.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკიდია ბალახს და ეკალბარდს, მოსახლეობას კი საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ბოლო დღეებში ეს ჩხოროწყუში ტყის ხანძრის მეორე შემთხვევაა. 5 მარტს ხანძარი გაჩნდა სოფელ მუხურასთან.


გარეკანის ფოტო: გიორგი ნაჭყებია

ჩხოროწყუში ტყის ხანძარს ებრძვიან

მასალების გადაბეჭდვის წესი