ახალი ამბები

პარლამენტმა, შესაძლოა, დისტანციურადაც იმუშაოს

6 მარტი, 2020 • 1543
პარლამენტმა, შესაძლოა, დისტანციურადაც იმუშაოს

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი შესაძლოა, ელექტრონულად მუშაობის წესსზე გადავიდეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც პარლამენტს დისტანციურად მუშაობის საშუალებას მისცემს.

“ერთი წლის წინ, როდესაც ახალ რეგლამენტზე ვმუშაობდით, კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე მე დავაყენე წინადადება, რომ განგვეხილა პარლამენტისთვის ელექტრონული განხილვის და კენჭისყრის პროცედურის შესაძლებლობა. დღეს მინდა დავუბრუნდე ამ საკითხს და მოგმართოთ, რათა ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა, პარლამენტის ახალი რეგლამენტში ცვლილების საფუძველზე ისეთი ფუნქციის მინიჭების, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, კანონპროექტები ელექტრონული პროცედურით განიხილოს და ჩაატაროს ელექტრონული კენჭისყრა. დღესაც არის საფუძველი, რატომაც შეიძლება მომავალში ასეთი ინსტრუმენტი და პლატფორმა დასჭირდეს პარლამენტს”, – განაცხადა თალაკვაძემ და საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილვა არ გამორიცხა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი