ახალი ამბები

პუტინი და ერდოღანი იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

6 მარტი, 2020 • 1424
პუტინი და ერდოღანი იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ მათ, მოსკოვში, ექვსსაათიაინი შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს.

ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 6 მარტს, ადგილობრივი დროით შუაღამისას შევა. გარდა ამისა, რუსეთი და თურქეთი გზატკეცილ M-4-დან ჩრდილოეთით და სამხრეთით, ექვსი კილომეტრის რადიუსში, უსაფრთხოების კორიდორს შექმნიანი და მის ერთობლივ პატრულირებას დაიწყებენ.


სირიის ჩრდილოეთ პროვინცია იდლიბში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია 1 მარტს დაიწყო. ანკარის სამხედრო ოპერაცია ბაშარ ასადის წინააღმდეგაა მიმართული. ასადს კი მხარს რუსეთი უჭერს. ბოლო პერიოდში ამ დაპირისპირებას ემსხვერპლნენ როგორც თურქი, ისე რუსი სამხედროები.

ვითარება იქამდეც დაძაბული იყო. დეტალურად დაპირისპირებაზე და მის შესაძლო გავლენაზე საქართველოზე გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:

სირიაში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გავლენა საქართველოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი