ახალი ამბები

26 ევროპარლამენტარის კრიტიკული წერილი გახარიას

5 მარტი, 2020 • 3519
26 ევროპარლამენტარის კრიტიკული წერილი გახარიას

ევროპარლამენტის წევრებმა, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც „წუხილს გამოთქვამენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების საკითხებში საქართველოს უკუსვლის“, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდების გამო და ასევე გმობენ 2019 წელს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას.

ისინი აგრეთვე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.

წერილის ასლი, რომელსაც ხელს 26 ევროპარლამენტარი აწერს, ნეტგაზეთს ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა მიაწოდა.

ევროპარლამენტარები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ უზენაეს სასამართლოში ახალი წევრების წევრების დანიშვნის პროცესს აკლდა გამჭვირვალობა.

ევროპარლამენტარების წერილში ყურადღება დაეთმო ინფორმაციას, რომელიც ცოტა ხნის წინ Facebook-მა გაავრცელა – სოცქსელმა მრავალი ყალბი ანგარიში წაშალა, რომელიც კომპანიის განცხადებით საქართველოს მთავრობასთანაც იყვნენ დაკავშირებული. ევროპარლამენტარები ამას „განსაკუთრებით იმედგამაცრუებელს“ უწოდებენ.

იხილეთ წერილის სრული ვერსია:

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გახარია,

საქართველო, როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმომწერი, ევროკავშირის მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პარტნიორია და უნიკალური ადგილი უკავია ევროპულ სამეზობლოში.

თუმცა, როგორც საქართველოს ნამდვილმა მოკავშირეებმა, ჩვენ, ევროპარლამენტის წევრებმა უნდა გამოვხატოთ ჩვენი შეწუხება საქართველოს უკუსვლით კანონის უზენასობისა და დემოკრატიული პრინციპების საკითხებში.

ვწუხვართ, რომ ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინდება და შეშფოთებული ვართ, რომ უმრავლესობის პარტიამ ამაში როლი ითამაშა. ქართული საზოგადოების აშკარა პოლარიზაცია არის ქართული დემოკრატიული ცხოვრების არასტიმულირების სტატუს კვოს შედეგი. ჩვენ მივესალმებით მიმდინარე დიალოგს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და იმედი გვაქვს, რომ საკითხები უმოკლეს დროში მოგვარდება. მოვუწოდებთ, რომ ყველანაირი გადადების გარეშე საქართველოს მთავრობამ მოამზადოს დაპირებული ზომები პროპორციული საარჩევნო სისტემემისთვის.

ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას და იმას, რომ 2019 წელს პროტესტების დროს ბევრი ადამიანი დაზიანდა. ძალის ზედმეტი გამოყენება მშვიდობიანი პროტესტის დაშლის დროს მიუღებელია. სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლების კონტროლის აუცილებელი ნაწილია.

მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების ახლანდელი შერჩევა და დანიშვნა მოკლებული იყო გამჭვირვალობასა და დამსახურებებზე დაფუძნებულ ობიექტურობას. მოქალაქეების ნდობა სასამართლო სისტემისადმი აუცილებელია და საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოსამართლეები, რომლების არჩევაც ჯერ არ მომხდარა, შეესაბამებიან უმაღლეს პროფესიონალურ და სარეპუტაციო სტანდარტებს.

აუცილებელია, შენარჩუნებული იყოს უკვე მიღწეული შედეგი, რათა დაცული იქნას კანონის უზენაესობა და დასრულდეს პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე.

პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე მზარდი ჩანს, თუ გავითვალისწინებთ მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ის ოპოზიციას ციხით ემუქრება, არააქტიური საქმეების განახლებას და მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის წინააღმდეგ გამოძიების მიმდინარეობას ან მათ პატიმრობაში ყოფნას.

აღსანიშნავია გიგი უგულავას ახლანდელი საქმე, რომელიც კითხვებს აჩენს პროცედურის, დროისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციის შესახებ.

საქართველო ყოველთვის იყო ჩვენი პარტნიორი ჰიბრიდულ ომთან ბრძოლაში; შესაბამისად, ბრალდებები, რომ მთავრობას აქვს კავშირები დეზინფორმაციის კამპანიასთან, რომელშიც, Facebook-ის ცნობით, ასობით ყალბი ანგარიში და ჯგუფი იყო ჩართული, განსაკუთრებით იმედგამაცრუებელია.

საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი და ყოველთვის დემონსტრირებდა სერიოზულ ერთგულებას დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმებისადმი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეს წერილი შესაბამისად განიხილოს და გადაწყვიტოს ეს საკითხები ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ ყველა დემოკრატიულ მცდელობაში და ველით საქართველო-ევროკავშირის უფრო ძლიერ პარტნიორობას მომავალში.

ევროპარლამენტარები, რომლებიც წერილს ხელს აწერენ

ხელმომწერებში არიან მწვანეების ევროპული კავშირის (EFA) 10 წევრი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 6 წევრი, სოციალ-დემოკრატების (S&D) 7 წევრი, ევროპის განახლების ჯგუფის (RENEW) 3 წევრი.

  1. მარკეტა გრეგოროვა, ევრონესტის საპარლამენტო ასოციაციის დელეგაციის ვიცე-თავმდჯომარე [განმარტება – ევრონესტი არის საპარლამენტო ფორუმი, რომელშიც ევროპარლამენტი უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტებთან ერთად აღრმავებს მხარეების ურთიერთობას პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში], საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის, ევროკავშირი-საქართველო საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის, ევროკავშირი-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის, ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრი / მწვანეების ევროპული კავშირი (EFA)
  2. მარცელ კოლაია, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, საპარლამენტო ბიუროს წევრი, შიდა ბაზრისა და მომხარებელთა დაცვის კომიტეტის წევრი, აშშ-სთან ურთიერთობის დელეგაციის წევრი / მწვანეების ევროპული კავშირი (EFA)
  3. მიკულაშ პეკსა, ინდუსტრიის, კვლევისა და ენერგეტიკის კომიტეტის წევრი, ევროკავშირი-უკრაინის საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის წევრი / მწვანეების ევროპული კავშირი (EFA)
  4. პატრიკ ბრაიერი, სამოქალაქო თავისუფლებების, იურიდიული და შიდა საკითხების კომიტეტის წევრი, ჩრდილოეთთან თანამშრომლობის, შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან დელეგაციის წევრი, ევროკავშირ-ისლანდიის საერთო საპარლამენტო კომიტეტისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის საერთო საპარლამენტო კომიტეტის წევრი / მწვანეების ევროპული კავშირი (EFA)
  5. ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ევროკავშირი-უკრაინის საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის დელეგაციის ვიცე-თავმჯდომარე, საგარეო კომიტეტის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრი / მწვანეების ევროპული კავშირი (EFA)
  6. სარა ვინერი, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კომიტეტის წევრი, ევროკავშირი-საქართველო საპარლამენტო ასოციაიციის კომიტეტის, ევროკავშირი-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის, ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრი / მწვანეების ევროპული კავშირი (EFA)
  7. ანა კავაცინი, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ურთიერთობის დელეგაციის ვიცე-თავმჯდომარე, საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის წევრი, ევროპა-ლათინური ამერიკის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი / მწვანეების ევროპული კავშირი (EFA)
  8. რეინჰარდ ბუტიკოფერი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, დელეგაციათა თავმჯდომარეების ჯგუფის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევი, აშშ-სთან ურთიერთობის დელეგაციის წევრი / მწვანეების ევროპული კავშირი (EFA)
  9. ტატიანა ჟდანოკა, პეტიციების კომიტეტისა ვიცე-თავმჯდომარე, ევროკავშირი-მოლდოვას საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის დელეგაციის ვიცე-თავმჯდომარე, დასაქმებისა და სოციალური საკითხების კომიტეტის წევრი / მწვანეების ევროპული კავშირი (EFA)
  10. მარგრეტ აუკენი პალესტინასთან ურთიერთობის დელეგაციის ვიცე-თავმჯდომარე, გარემოს, საჯარო ჯანდაცვის და საკვების უსაფრთხოების კომიტეტის, პეტიციების კომიტეტის წევრი / მწვანეების ევროპული კავშირი (EFA)
  11. ანდრიუს კუბილუსი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე, დელეგაციათა თავმჯდომარეების ჯგუფის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, ინდუსტრიის, კვლევის და ენერგეტიკის კომიტეტის წევრი, ევროკავშირი-უკრაინის საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის დელეგაციის წევრი / ევროპის სახალხო პარტია (EPP)
  12. მიხაელა შოიდროვა, კულტურისა და განათლების კომიტეტის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასმაბლეის დელეგაციის წევრი,  ევროკავშირი-საქართველო საპარლამენტო ასოციაიციის კომიტეტის ევროპის სახალხო პარტია (EPP)
  13. სანდრა კალნიეტე, საგარეო კომიტეტის წევრი, ევროკავშირი-უკრაინის საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის დელეგაციის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი / ევროპის სახალხო პარტია (EPP)
  14. რასა იუკნევიჩინე, ევროკავშირი-საქართველო საპარლამენტო ასოციაიციის კომიტეტის, ევროკავშირი-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის, ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, განვითარების კომიტეტის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი / ევროპის სახალხო პარტია (EPP)
  15. ფულვიო მარტუშელო, ევროკავშირი-ყაზახეთის, ევროკავშირი-ყირგიზეთის, ევროკავშირი-უზბეკეთის, ევროკავშირი-ტაჯიკეთის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტისა და თურქმენეთთან და მონღოლეთთან ურთიერთობის კომიტეტის თამვჯდომარე, დელეგაციების თავმჯდომარეთა ჯგუფის წევრი, ბუნების, საჯარო ჯანდაცვისა და საკვების უსაფრთხოების კომიტეტის წევრი /  ევროპის სახალხო პარტია (EPP)
  16. მირიამ ლექსმანი, საგარეო კომიტეტის წევრი, დასაქმებისა და სოციალური საკითხების კომიტეტის წევრი, ბელარუსთან ურთიერთობის დელეგაციის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი / ევროპის სახალხო პარტია (EPP)
  17. რაფაელ გლუკსმანი, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის წევრი /  სოციალ-დემოკრატები (S&D)
  18. ერიკ ანდრიუ, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კომიტეტის წევრი, მერკოსურთან ურთიერთობების დელეგაციის წევრი / სოციალ-დემოკრატები (S&D)
  19. პიერ ლაროუტურო, საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, ისრაელთან ურთიერთობის დელეგაციის წევრი, პალესტინასთან ურთიერთობის დელეგაციის წევრი/ სოციალ-დემოკრატები (S&D)
  20. იტე გუთელანდი, გარემოს, საჯარო ჯანდაცვის და საკვების უსაფრთხოების კომიტეტის წევრი, ირანთან ურთიერთობის დელეგაციის წევრი / სოციალ-დემოკრატები (S&D)
  21. სილვი გილუმი, სამოქალაქო თავისუფლებების, იურიდიული და შიდა საკითხების კომიტეტის წევრი / სოციალ-დემოკრატები (S&D)
  22. ნორა მებარეკი, რეგიონალური განვითარების კომიტეტის წევრი, მაშრეყის ქვეყნებთან ურთიერთობის დელეგაციის წევრი / სოციალ-დემოკრატები (S&D)
  23. ორორ ლალუქი, ეკონომიკური და მონეტარული საკითხების კომიტეტის წევრი, აშშ-სთან ურთიერთობის დელეგაციის წევრ /  სოციალ-დემოკრატები (S&D)
  24. პეტრას აუშტრავიჩუსი, ავღანეთთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, დელეგაციათა თავმჯდომარეების ჯგუფის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრი, ევროკავშირი-უკრაინის საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის დელეგაციის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან დელეგაციის წევრი / ევროპის განახლება (RENEW)
  25. კარენ მელქიო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის წევრი,  ევროკავშირი-საქართველო საპარლამენტო ასოციაიციის კომიტეტის, ევროკავშირი-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის, ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრი / ევროპის განახლება (RENEW)
  26. იანა ტოომი, პეტიციების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, დასაქმებისა და სოციალური საკითხების კომიტეტის წევრი, ევროკავშირი-რუსეთის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის დელეგაციის წევრი / ევროპის განახლება (RENEW)

მასალების გადაბეჭდვის წესი