ახალი ამბები

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით გარდაბნის მერიის თანამშრომელი დააკავა

5 მარტი, 2020 • 978
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით გარდაბნის მერიის თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.

უწყების ცნობითვე, ბრალდებულმა თურქეთის მოქალაქეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთი წლის გადაცემის სანაცვლოდ 3000 ათასი გამოართვა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთი წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 30 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს,”-წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი