ახალი ამბები

თბილისში რამდენიმე დღეა ქალის ცხედარს ეძებენ

5 მარტი, 2020 • 1570
თბილისში რამდენიმე დღეა ქალის ცხედარს ეძებენ

თბილისში, მდინარე მტკვარში უკვე რამდენიმე დღეა ქალის ცხედარს ეძებენ.

ტელეკომპანია „მთავართან“ ქალის ოჯახის წევრები და ნათესავები ამბობენ, რომ ქალი შემთხვევამდე რესტორანში იმყოფებოდ კაცთან ერთად, სადაც კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირებამ მანქანაში გადაინაცვლა, საიდანაც, ქალი უეცრად გადმოვიდა, გზა გადაკვეთა და მტკვრის მიმართულებით აიღო გეზი. ოჯახი „მთავართან“ კომენტარში ამბობს, რომ პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში კაცმა განაცხადა, რომ ქალმა თავი მოიკლა. ისინი მომხდარში კაცს ადანაშაულებენ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ზარი უწყებაში დაახლოებით, 3 დღის წინ შევიდა. ამ დროისთვის კი მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, პროცესში ჩართულნი არიან მყვინთავები და სპეცტექნიკა.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ხაზი: 11 61 11;

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

მასალების გადაბეჭდვის წესი