საქმე ეხება, ბრიტანულ კომპანია გლობალ ალიანსს (Global Alliance for Health and Social Compact Ltd), რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრომ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა და აღნიშნული თანხა 2015 წლის 7 აპრილს გამოუყო.

 

არასამთავრობო ორგანიზციის განცხადებით სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტროსთვის გაწეული მომსახურება მოიცავს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებასა და ც-ჰეპატიტის აღმოფხვრაში დახმარებას.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიაჩნია, რომ მის მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელია ითქვას, რომ ამ კომპანიას აქვს საკმარისი გამოცდილება და ექსპერტიზა, რომ სათანადოდ დაგეგმოს და განახორციელოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა.

 

გამჭვირვალობა აცხადებს, რომ “გლობალ ალიანსი” 2014 წლის 30 აგვისტოს არის რეგისტრირებული გაერთიანებულ სამეფოში. კომპანიის ვებგვერდზე gahsc.net არ იძებნება პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია ჯანდაცვის სისტემების რეფორმირების, ან რაიმე სხვა სახის გამოცდილების შესახებ.

 

დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

“ზოგადად, კომპანიის ვებგვერდი არაპროფესიონალური და არაინფორმატიულია, რაც არ არის დამახასიათებელი სერიოზული კომპანიებისათვის”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”.

 

არასამთავრობო ორგანზიაციას აინტერესებს თუ რა კრიტერიუმებით იქნა შერჩეული კომპანია, რომელსაც ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გააჩნია და რატომ გაფორმდა ხელშეკრულებები გლობალ ალიანსთან გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით, როდესაც დროითი შეზღუდვა არ არსებობდა.

 

ორგანიზაციის განცხადებით, კომპანიების საძიებო პლატფორმა endole.co.uk-ის მიხედვით, დაარსებიდან დღემდე (1 წელზე ნაკლებ პერიოდში) კომპანიამ სამი დირექტორი გამოიცვალა. დღესდღეობით კომპანიის დირექტორია საფრანგეთის მოქალაქე ჟან-ელი შარლ მალკინი. ის პროფესიით ექიმია 25 წლიანი სტაჟით.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომელიც ფუნდამენტური გათვლისა და დაგეგმვის შედეგად უნდა განხორციელდეს და ამ რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში შესაბამისი გამოცდილების მქონე სფეროს საუკეთესო სპეციალისტები უნდა იყვნენ ჩართული

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *