ახალი ამბები

ჯანმო: კორონავირუსი გრიპზე მომაკვდინებელია, მაგრამ შეკავება შეიძლება

4 მარტი, 2020 • 1738
ჯანმო: კორონავირუსი გრიპზე მომაკვდინებელია, მაგრამ შეკავება შეიძლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ახალი კორონავირუსი Covid 19, უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე სეზონური გრიპი, თუმცა მისი შეკავება შეიძლება.

ჯანმოს გენერალური დირექტორის, თედროს ადჰანომ გებრეისუსის თანახმად, უამრავ ადამიანს გამომუშავებული აქვს იმუნიტეტი სეზონური გრიპის გამოვლინებების წინააღმდეგ, Covid 19 კი ახალი ვირუსია, რომელზეც იმუნიტეტი არავის აქვს გამომუშავებული. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ინფიცირების რისკს ამაღლებს.

ჯანმოს გენ.დირექტორის განცხადებითვე, კორონავირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3.4%-ია (რამდენიმე კვირის წინ ეს რიცხვი 2% იყო), ხოლო გრიპის შემთხვევაში — 1%-ზე ნაკლები. თუმცა ის ამბობს, რომ არ ღირს ამ რიცხვებზე კონცენტრირება, რადგან შეიძლება, შეიცვალოს. როგორც ჯანდაცვის სხვადასხვა სპეციალისტებს ციტირებენ CNN-ი და Al Jazeera, შესაძლოა, რომ არ არის დარეგისტირებული კორონავირუსით დაინფიცირების მსუბუქი ფორმები, რაც ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი ნაკლები შეიძლება იყოს.

ამასთან, იგი აცხადებს, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია: „Covid 19 გაცილებით ნაკლები ინტენსივობით ვრცელდება, ვიდრე გრიპი. გადადება არ ხდება იმ ადამიანების მიერ, ვინც ავად არ არიან, და ის უფრო მძიმე ავადმყოფობას იწვევს, ვიდრე გრიპი. ჯერ არ არსებობს ვაქცინები, მაგრამ შეიძლება, რომ შევაკავოთ, და ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამისთვის“, – განაცხადა მან.


კორონავირუსები მოიცავს ვირუსთან დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად მსუბუქად მიმდინარე სეზონურ რესპირაციულ დაავადებებს იწვევენ. ზოგიერთი კორონავირუსი ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ზოგი კი – არა. მძიმედ მიმდინარე დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (nCoV) გამოწვეული ინფექცია. ახლადაღმოჩენილი ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე და შესაძლოა, გამოიწვიოს მძიმე დაავადება.

ჯანმოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) ყველაზე ხშირი სიმპტომები არის სიცხე, დაღლილობა და მშრალი ხველა. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სხეულში ტკივილებიც, ცხვირის დაგუბება, სურდო და დიარეა.

თუმცა, ადამიანთა ნაწილს სიმპტომები საერთოდ არ უვლინდება, დაავადებულთა უმეტესობას (დაახლოებით 80%-ს) არ სჭირდება განსაკუთრებული სამედიცინო ჩარევა. 6-დან მხოლოდ 1 ინფიცირებულს აღენიშნება სერიოზული გართულება.

გართულებების რისკ ჯგუფში შედიან მოხუცები და ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, როგორიცაა, მაღალი წნევა, გულის პრობლემები ან დიაბეტი. დღეს არსებული მდგომარეობით, ახალი ტიპის კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2%-ია.

გირჩევთ:

კორონავირუსი: პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი