ახალი ამბები

პოლარიზაციას ხელს უწყობს სიძვა, უხეშობა, უზრდელობა… – ლადო კახაძე

4 მარტი, 2020 • 1743
პოლარიზაციას ხელს უწყობს სიძვა, უხეშობა, უზრდელობა… – ლადო კახაძე

უმრავლესობის წევრის, ლადო კახაძის განმარტებით, ის ეთანხმება სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, სადაც ის დემოკრატიასა და პოლარიზაციას შორის არსებულ წინააღმდეგობაზე საუბრობდა. ამის შესახებ კახაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა:

“პოლარიზაციას ხელს უწყობს სიძვა, უხეშობა, უზრდელობა, შური, დაპირისპირება, უნდობლობა, ამის დათესვა არის პოლარიზაციის მხარეს და დემოკრატიას ეს ხელს არ უწყობს ნამდვილად”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

დღეს, 4 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისუაბრა. მან პოლარიზაცია ერთ-ერთ გამოწვევად დაასახელა. ზურაბიშვილის თქმით ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს დეოკუპაციით, სახელმწიფოს გაერთიანებითა და საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებით, საზოგადოებას პოლარიზაციის დაძლევის ვალდებულება აქვს. ზურაბიშვილის თქმით მხოლოდ ერთიან საზოგადოებას შეუძლია აღნიშნული გზის ბოლომდე გავლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი