ახალი ამბები

“ზოგადი გამოსვლა ყველაფერზე და არაფერზე” – ხულორდავა პრეზიდენტზე

4 მარტი, 2020 • 1175
“ზოგადი გამოსვლა ყველაფერზე და არაფერზე” – ხულორდავა პრეზიდენტზე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ხულორდავა იმედგამაცრუებელს უწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ მოხსენებას პარლამენტში.

ხულორდავას შეფასებით, “რბილად რომ ვთქვათ უცნაურია ასეთი ზოგადი გამოსვლა ყველაფერზე და არაფერზე”.

“პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას ვუსმენ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ დემოკრატიული ღირებულების და ინსტიტუტების პატივისცემა არის ის მიზეზი, რის გამოც არც მიფიქრია სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადება. აქ ვარ, მაგრამ სამწუხაროდ საოცრად იმედგაცრუებული…

2019 წელი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული იყო საზოგადოების პროტესტით, შიდა თუ გარე გამოწვევებით, პოლიტიკური ბატალიებით და ამ ფონზე, რბილად რომ ვთქვათ უცნაურია ასეთი ზოგადი გამოსვლა ყველაფერზე და არაფერზე. სწორედ ამ დარბაზიდან დაიწყო დიდი რყევები გასული წლის ივნისში და მეგონა, სულ მცირე ამ მოვლენის შეფასება მოხვდებოდა პრეზიდენტის გამოსვლაში, თანმდევ პოლიტიკურ პროცესებთან ერთად. თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პრეზიდენტს, ძალიან არასწორი წარმოდგენა აქვს საკუთარ როლზე… სამწუხაროა”, – აცხადებს ხულორდავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი