ახალი ამბები

ზურაბიშვილის მოხსენებას “დამოუკიდებელი დეპუტატებიც” არ ესწრებიან

4 მარტი, 2020 • 569
ზურაბიშვილის მოხსენებას “დამოუკიდებელი დეპუტატებიც” არ ესწრებიან

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას არ ესწრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ფრაქციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლევან კობერიძე ავრცელებს.

“ფრაქციის წევრთა გადაწყვეტილებით, რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების არსებული რეგლამენტი არ ითვალისწინებს ინტერაქტიულ დისკურსს და უმეტესად რჩება ფორმალურ პროცესად, საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ არ თვლის შინაარსობრივად საინტერესოდ აღნიშნულ განხილვაში მონაწილეობას, რამდენადაც ვერ იქნება გაცემული პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას დაუგროვდა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.

შესაბამისად, ფრაქცია იყენებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით მონიჭებულ უფლებას და წარმოგიდგენთ განცხადებას 2020 წლის 4 მარტს დაგეგმილ პლენარულ სხდომაში მონაწილოებაზე უარის თაობაზე (ბოიკოტი), რომელიც განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას”, – ნათქვამია კობერიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას ასევე არ ესწრებიან სხვადასხვა ოპოზციური ჯგუფები, მათ შორის ენმ და ევროპული საქართველო. ზურაბიშვილის მოხსენებას არ ესწრება ასევე “პატრიოტთა ალიანსიც”.

მასალების გადაბეჭდვის წესი