ახალი ამბები

სონღულაშვილი სასულიერო პირებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით დაიცვან ჰიგიენა

3 მარტი, 2020 • 1612
სონღულაშვილი სასულიერო პირებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით დაიცვან ჰიგიენა

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით მოუწოდებს სასულიერო პირებს, “ღმერთის სახელზე აპელირების ხარჯზე არ უგულებელყონ შემოთავაზებული რჩევები”.

სონღულაშვილის თქმით, ევქარისტიის აღსრულება ადვილად შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების მიზეზი და აღნიშნავს, რომ ევქარისტია ყოველთვის იყო და დარჩება ქრისტიანული რელიგიური პრაქტიკის გულისგულად. შესაბამისად, ევქარიტიული პურისა და ღვინის მიღების წესის ნიუანსური ცვლილება არანაირ გავლენას არ ახდენს ევქარისტიის თეოლოგიაზე:

“ადამიანი მოწყვლადია ამ ვირუსთან მიმართებით ხალხმრავალ ადგილებში, რომელთა შორისაც, ცხადია, უნდა ვიგულისხმოთ რელიგიური დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობები: ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები, ზიარათები, და ტაძრები.

იმის გამო, რომ ვირუსი ჰიგიენური წესების დაუცველობის შემთხვევაში უფრო იოლად ვრცელდება, საგანგებო მნიშველობას იძენს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული რჩევების გათვალისწინება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასულიერო პირებმა ღმერთის სახელზე აპელირების ხარჯზე არ უგულებელყონ შემოთავაზებული რჩევები და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ რჩევების პროპაგაციაში თავიანთი რელიგიური თემების წიაღში” – აცხადებს მიტროპოლიტი.

მალხაზ სონღულაშვილის თქმით, საგანგებო სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ქრისტიანულმა ეკლესიებმა, რადგან ევქარისტიის აღსრულება ადვილად შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების მიზეზი:

“შექმნილ ვითარებაში რელიგურობა და სასულიერო ტრადიციის ერთგულება უნდა გამოიხატოს არა ამა თუ იმ რიტუალის გაკაპასებულ დაცვაში, არამედ ვირუსით დაავადებული ადამიანიების მიმართ სოლიდარობის დამოხატვაში და ადამიანის სიცოცხლის გაფრთხილებაში. ეს არის ჩვენი სამოძღვრო და სამწყემსთავრო პასუხისმგებლობის საქმე.

ფეოდალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი დისკურსი ამ შემთხვევაში მიუღებლი, გაუმართლებელი და დანაშაულებრივია. მოვუწდებ ჩემს კოლეგებს: ეპისკოპოსებს, მღვდლებს, რაბინებს, მუფთებს, ხოჯებს, ახუნდებს, მჯევარებს, პასტორებს… ყველა სასულიერო პირს, რომ თავიანთი ავტორიტეტი თავიან რესპექტაბელურ თემებში გამოიყენონ ადამიანის სიცოცხლის გასაფრთხილებლად” – ამბობს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი.

კორონავირუსის გავრცელების გამო დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებს. თუმცა საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ არ აპირებს საერთო კოვზიდან ზიარების წესის ცვლილებას.

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი