ახალი ამბები

უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

3 მარტი, 2020 • 948
უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფეცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც უკრაინული UNIAN უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით წერს, გუშინ ინფიცირების სავარაუდო 4 შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს კი შესაბამისი კვლევის შემდეგ, ვირუსი მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.

მანამდე 20 თებერვალს ჩინეთიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს, რომლებიც ნოვი სანჟირის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, მოსახლეობა აგრესიით დახვდა. სწორედ ამიტომ,უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ზორიანა სკალეტსკამ თქვა, რომ სოლიდარობის ნიშნად ჩინეთიდან ევაკუირებულ მოქალაქეებთან ერთად კარანტინში დარჩება.

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის წერს, რომ ევაკუირებულ მოქალაქეებთან ერთად დაკვირვების ქვეშ 14 დღე დარჩება – „იმავე შენობაში და იმავე პირობებში“.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთიდან ევაკუირებულებთან, კარანტინში დარჩება

მასალების გადაბეჭდვის წესი