ახალი ამბებიგართობახელოვნება

“დემნა გვასალიამ პოდიუმი დატბორა” – Balenciaga-ს ახალი კოლექცია [ფოტო]

3 მარტი, 2020 • 8233
“დემნა გვასალიამ პოდიუმი დატბორა” – Balenciaga-ს ახალი კოლექცია [ფოტო]

ესპანურმა მოდის სახლმა Balenciaga 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა. ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე გაიმართა და მასში ნეო-გოთიკური ესთეტიკა ჭარბობს.

აღსანიშნავია, თავად ფორმა, რომელიც დემნა გვასალიამ კოლექციის პრეზენტაციისთვის გამოიყენა. მოდელები ტანსაცმელს კოჭამდე წყალში წარადგენდნენ რის გამოც, უცხოურმა მედიამ ჩვენება კლიმატის ცვლილებას დაუკავშირა.

“დემნა გვასალიამ პოდიუმი დატბორა” – წერს გარდიანი მოდის სახლის ბოლო ჩვენებაზე მომზადებულ რეპორტაჟში. როგორც გამოცემა წერს, ჩვენებაზე დამსწრეები მკაცრად გააფრთხილეს, რომ პირველი ორი რიგი არ დაეკავებინათ, რადგან როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლოკაციის ცენტრი წყლით იყო დაფარული.

როგორც ჩვენების შემდეგ დემნა გვასალიამ განაცხადა, მისი აზრით ეს ყველაზე “დემნასეული” ჩვენება იყო, რაც აქამდე გაუმართავს. დიზაინერმა ასევე აღნიშნა, რომ კოლექცია ყველაფერ იმას განასახიერებდა, რაც საქართველოში ცხოვრებისას უყვარდა. მისი მთავარი შთაგონება კი როგორც თავად აღნიშნა, მღვდლები და ფეხბურთელები აღმოჩნდნენ.

კოლექციის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი