ახალი ამბები

საჭიროა ჰიგიენური წესების დაცვა, რაც ეხება ეკლესიურ რიტუალსაც – გამყრელიძე

3 მარტი, 2020 • 2255
საჭიროა ჰიგიენური წესების დაცვა, რაც ეხება ეკლესიურ რიტუალსაც – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჰიგიენური წესები დაცვა,რაც ზოგიერთი ნივთის ერთჯერადად გამოყენებასაც გულისხმობს, საჭიროა ყველასთვის, მათ შორის, ეკლესიისთვისაც.

გამრელიძე იხსენებს, რომ კორონავირუსული ინფექციის დაწყებისთანავე ის დაუკავშირდა საპატრიაროს და სთხოვა, რომ ჰიგიენურ წესებზე შესაბამისი გადამზადება ჩაეტარებინა, რაშიც ერთ-ერთმა ეპარქიამაც მიიღო მონაწილეობა.

მისივე თქმით, მას დიდხნიანი ურთიერთობა აკავშირებს პატრიარქთანაც.

„გუშინ თუ გუშინწინ დამისვეს კითხვა, რაზეც ვუპასუხე – ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ამ დროს გასაძლიერებელია ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა. როგორიცაა, ხშირად ხელების დაბანა, დეზინფექცია,ასევე ის, რომ ერთჯერადად გამოვიყენოთ პირბადეები, ჭიქა თუ საინექციო საშუალებები და ა.შ.

ეს არის ჩემი რეკომენდაცია ყველასადმი – საპატრიარქოსადმი, ეკლესიასადმი. ის კი არა ეკლესიას შევთავაზე მაშინაც, რომ როდესაც მრვლი იკრიბება, იქნებ დისპენსერები იდგეს, სადაც ხელებს დავიბანთ,“ – თქვა გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

გამრელიძის თქმით, ის უახლოეს დღეებში ელოდება „რომ მის უწმინდესობას ვეახლო და ამ საკითხზე ვესაუბრო“ და ამასთანავე დასძენს რომ “საპატრიარქოზე რაიმეს თქმა, გამიგებთ, რთულია“.

„მე გუშინ მინუსად ჩამითვალეს, როდესაც ვთქვი, რომ ვერ მივცემ რეკოემდაციას, რომ რაიმე რიტუალი შეიცვალოს. მე ვიძლევი რეკომენდაციას, რომ საჭიროა იმ ჰიგიენური წესების დაცვა, რომელიც ეხება იმ რიტუალსაც.

საზოგადოებრივი საფრთხე თუ იქმნება, მიუხედავად ჩვენი უღრმესი პატივისცემისა, ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ჩვენ სულ ყველა ერთი ვართ კანონის წინაშე, მას ყველა უნდა ვიცავდეთ,“ – ამბობს გამყრელიძე.


მანამდე საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ აპირებენ.

ამ განცხადებას გამოეხმაურა ამირან გამყრელიძეც, რომელმაც განმარტა, რომ მას არ აქვს უფლება რეკომენდაციაში ჩადოს ის ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებს უკავშირდება.

საპატრიარქო კორონავირუსის გამო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი