ახალი ამბები

გამყრელიძე: არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებს უკავშირდება

1 მარტი, 2020 • 1392
გამყრელიძე: არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებს უკავშირდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საპატრიარქოსთან ხშირი კონაქტი აქვთ და სასულიერო პირებთან რამდენიმე შეხვედრაც გამართეს.

თუმცა, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მათ საპატრიარქოს ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები მიაწოდეს ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით და რაც შეეხება დეტალებს, არ არის უფლებამოსილი რეკომენდაციებში ის ნიუანსები ჩადოს, რაც რელიგიურ რიტუალებს უკავშირდება:

“საპატრიარქოსთან ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს. ორი კვირის წინ, როდესაც უკვე იმატა ჩინეთს გარეთ შემთხვევების რაოდენობამ იმატა, საპატრიარქოს სამედიცინო სამსახურის მოთხოვნით შეხვედრა გვქოდნა. ჩვენს მთავარ ეპიდემიოლოგს, ხათუნა ზახაშვილს ვთხოვე და მან ჩაატარა დაახლოებით 2 საათიანი შეხვედრა თბილისში, საპატრიარქოში, თბილისში, როგორც მამაოებთან, ისე დედაოებთან და გაიგზავნა შესაბამისი რეკომენდაციები და გზავნილები. ერთ-ერთი მეუფის თხოვნით, მსგავსი შეხვედრა ერთ-ერთ ეპარქიაშიც გაიმართა.

მე არ მაქვს უფლება, არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ. ხოლო რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს, მოგეხსენებათ, საპატიარქო ყველაზე მაღალრეიტინგული და მოსახლეობისადმი საპატივცემულო ინსტიტუციაა საქართველოში და ამ საკითხებს თვითონ წყვეტს, ჩვენ ზოგად რეკომენდაციებს ვიძლევით” – ამბობს გამყრელიძე.

გუშინ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ. შესაბამისად, ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აპირებს.

საპატრიარქო კორონავირუსის გამო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.