ახალი ამბები

კორონავირუსის გამო სპექტაკლები გადავიტანეთ – ოპერის თეატრი

2 მარტი, 2020 • 1611
კორონავირუსის გამო სპექტაკლები გადავიტანეთ – ოპერის თეატრი

კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, თბილისის ოპერისა და ბალეთის სახელმწიფო თეატრმა მარტში დაგეგმილი სპექტაკლები გადაიტანა.

ინფორმაციას თეატრი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ.

„ძვირფასო საზოგადოება, გაცნობებთ რომ კორონა ვირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მარტის თვეში დაგეგმილი სპექტაკლები გადატანილია.

განახლებული განრიგის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში. ვისაც სურვილი აქვს მარტის თვის სპექტაკლებზე შეძენილი ბილეთები დააბრუნოს, ოპერის სალაროში ნაყიდი ბილეთების თანხას აუნაზღაურებს ოპერის თეატრი, ხოლო ონლაინ ნაყიდი ბილეთებისას კი – www.tkt.ge,“- ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე კულტურის სამინისტრომ საქართველოში მდებარე თეატრებისთვის რეკომენდაცია გასცა, რომ მათ დროებით შეეწყვიტათ სპექტაკლების მსვლელობა და ჩაეტარებინათ შესაბამისი სადეზინფექციო პროცედურები.

დროებით შეჩერდეს სპექტაკლები – კულტურის სამინისტროს რეკომენდაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი