ახალი ამბები

დროებით შეჩერდეს სპექტაკლები – კულტურის სამინისტროს რეკომენდაცია

2 მარტი, 2020 • 756
დროებით შეჩერდეს სპექტაკლები – კულტურის სამინისტროს რეკომენდაცია

კულტურის სამინისტრო საქართველოში მდებარე თეატრებისთვის გასცემს რეკომენდაციას, დროებით შეწყვიტონ სპექტაკლების მსვლელობა და ჩაატარონ შესაბამისი სადეზინფექციო პროცედურები.

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული რეკომენდაციებს მხოლოდ რჩევის სახე ექნება და ეს არ ნიშნავს, რომ სამინისტრო რომელიმე ორგანიზაციას ავალდებულებს, გააუქმოს სპექტაკლები. რაც შეეხება დეზინფექციის პროცედურებს, სამინისტროს თქმით, თითოეულ დაწესებულებას ზოგადად გამოყოფილი აქვს თანხა, თუმცა ეს თანხა არ უკავშირდება მხოლოდ კორონავირუსს. იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმე დაწესებულებას აღნიშნული პროცედურებისთვის სახსრები არ ეყოფა, მის ადმინისტრაციას შეუძლია მიმართოს სამინისტროს, დამატებითი სახსრების მოსაპოვებლად.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, აღნიშნულ რეკომენდაციებს თბილისში მდებარე რამდენიმე თეატრი მიჰყვება, მათ შორისა მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რომელმაც სპექტაკლების ჩვენება 15 მარტამდე შეწყვიტა, თუმცა ხვალინდელ, 3 მარტის სპექტაკლზე საბოლოოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

ასევე, რეკომენდაციების გათვალისწინებას გეგმავს რუსთაველის თეატრიც, ოპერისა და ბალეტის თეატრში კი გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. ნეტგაზეთი ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა სხვა თეატრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი