ახალი ამბები

იაშვილის კლინიკა ამბობს, რომ კორონავირუსზე ყველა რეკომენდაციას ასრულებს

2 მარტი, 2020 • 1260
იაშვილის კლინიკა ამბობს, რომ კორონავირუსზე ყველა რეკომენდაციას ასრულებს

იაშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძე  ამბობს, რომ საავადმყოფო კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაციას ასრულებს.

დღეს, 2 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩხაიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, მათ რიგი რეკომენდაციებისა მიიღეს, როგორიცაა:

„ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ, ერთი არის პერსონალის ტრენინგი, რაც მოიცავს, თუ როგორ უნდა მოიქცეს პერსონალი და როგორ გამოავლინოს საეჭვო შემთხვევები. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია, თუ რა ეკიპირება უნდა ჰქონოდათ იმ ექიმებისთვის, ვინც კონტაქტში შედის ასეთ ექიმებთან.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ემერჯენსის [გადაუდებელი დახმარების] დროსვე მოხდეს ამ პაციენტების იდენტიფიცირება, ამიტომ, ჩვენ ყველა ეს პაციენტი მოთავსებული უნდა გვყავდეს, ემერჯენსის სივრცეში, მანამ სანამ საბოლოოდ დადასტურება არ იქნება,“ – განმარტავს ჩხაიძე.

კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ საავადმყოფოში უკვე გამოყოფილია სპეციალური იზოლირებული და ე.წ. ბოქსირებული სივრცეები. პერსონალი კი ეკიპირებულია ყველა შესაძლო და საჭირო ნივთით – როგორიცაა, მაგალითად, ერთჯერადი ხალათები, სპეციალური სათვალეები და რესპირატორები.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. პერიოდულად, მიმდინარეობს სხვა შესაძლო შემთხვევების გადამოწმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი