ახალი ამბები

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: ღვინო, რომელიც ბარძიმში სისხლად გარდაიქმნება ანტისეპტიკია

1 მარტი, 2020 • 2601
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: ღვინო, რომელიც ბარძიმში სისხლად გარდაიქმნება ანტისეპტიკია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ზიარების წესის უცვლელად დატოვებაზე განამრტავს და ამბობს, რომ ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია.

მიტროპოლიტი მორწმუნეებს ვირუსისგან თავის დასაცავად ნაკურთხი წყლის გამოყენებას ურჩევს:

“ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად ბარძიმში არის ანტისეპტიკი. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი. თითონ ღვინოში რო ჩააწო, როგორც სპირტში რომ ჩააწო. ყოველ დილას და ყოველ საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში. გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი” – ამბობს მიტროპოლიტი ტელეკომპანია “პირველთან”.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის დეზინფექციისთვის აუცილებელია სამედიცინო სპირტი, ან სხვა სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები და ღვინო აღნიშნულები მიზნებისთვის არ გამოიყენება.

დღეს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში საკვირაო წირვა იმართება. ამ საკითხზე გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ზიარების წევრი ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო არ შეიცვლება. საპატრიარქოში ამბობდნენ, რომ საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ და შესაბამისად, ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებენ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა. სამივე შემთხვევაში, საქართვლეოს მოქალაქეები ვირუსით მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებში, ირანსა და იტალიაში დაინფიცირდნენ.

დავადების გავრცელების რისკების შესამცირებლად  უწყებათაშორისმა საბჭომ ადგილობრივ თვითმმართველობებს რეკომენდაციით მიმართა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

ინფექციურის დირექტორი: რეკომენდაციას ერთჯერადი კოვზით ზიარებას გავუწევდი

სამხრეთ კორეაში კორონავირუსი სავარაუდოდ, რელიგიური ჯგუფიდან გავრცელდა

მასალების გადაბეჭდვის წესი