ახალი ამბები

სამხრეთ კორეაში კორონავირუსი სავარაუდოდ, რელიგიური ჯგუფიდან გავრცელდა

1 მარტი, 2020 • 2852
სამხრეთ კორეაში კორონავირუსი სავარაუდოდ, რელიგიური ჯგუფიდან გავრცელდა

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა კორონავირუსის ეპიდემიისთვის მომზადებული იყო, ის მეორე ქვეყანაა ჩინეთის შემდეგ, სადაც დაავადების ყველაზე მეტი შემთხვვა დაფიქსირდა.

როგორც BBC წერს, სამხრეთ კორეა ვირუსის გავრცელებისთვის მზად იყო და შესაბამისი ზომებიც ჰქონდა მიღებული, თუმცა დაავადება სწრაფად გავრცელდა რის ერთ-ერთ მიზეზადაც, რელიგიური ჯგუფები სახელდება.

როგორც გამოცემა წერს, დაავადების გავრცელების ეპიცენტრად ოფიციალური უწყებები არაფორმალურ ქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფს ასახელებენ. როგორც BBC წერს, სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ რელიგიური ჯგუფის წევრი 61 წლის ქალი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების დიაგნოზი დაუსვეს მანამდე კი, რელიგიურ მსახურებაზე, სხვა პირებიც დააინფიცირა. როგორც ცნობილია, პაციენტი მანამ, სანამ ვირუსი დაუდასტურდებოდა, რელიგიური ჯგუფის არაერთ მსახურებას ესწრებოდა.

სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნული რელიგიური ჯგუფის 42-მა წევრმა ივლისიდან დღემდე ვუჰანიდან იმოგზაურა, რომელიც ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების თავდაპირველი ეპიცენტრია.

როგორც CNN წერს, თავარ რელიგიური ჯგუფის ლიდერმა კორეელ ხალხს გამოწვეული მღელვარების გამო ოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ დაავადების მეტად გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა დაწესებულება დახურეს მათი წევრები კი სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებიან. თუმცა, აქვს უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ თითქოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.

ახალი კორონავირუსით ბოლო მონაცემებით სამხრეთ კორეაში 3 526  ადამიანი დაინფიცირდა, 17 კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი