ახალი ამბები

ინფექციურის დირექტორი: რეკომენდაციას ერთჯერადი კოვზით ზიარებას გავუწევდი

1 მარტი, 2020 • 1742
ინფექციურის დირექტორი: რეკომენდაციას ერთჯერადი კოვზით ზიარებას გავუწევდი

თბილისის ინფექციური საავადმყფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ის რელიგიურ საკითხებში ვერ ჩაერევა, თუმცა რეკომენდაციას ერთჯერადი კოვზით ზიარებას გაუწევდა.

ინფექციურის დირექტორს ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ზიარებისას ერთი და იგივე კოვზის გამოყენება რადგან როგორც საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებაშია ნათქვამი, კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად ზიარების წესის შეცვლა არ იგეგმება:

“ვერ ჩავერევი რელიგიის კომპეტენციაში, მაგრამ მე რა თქმა უნდა რეკომენდაციას გავუწევდი ერთჯერადი კოვზების გამოყენებას” – ამბობს ცერცვაძე ჟურნალისტებთან.

დღეს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში საკვირაო წირვა იმართება. ამ საკითხზე გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ზიარების წევრი ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო არ შეიცვლება. საპატრიარქოში ამბობდნენ, რომ საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ და შესაბამისად, ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებენ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა. სამივე შემთხვევაში, საქართვლეოს მოქალაქეები ვირუსით მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებში, ირანსა და იტალიაში დაინფიცირდნენ.

დავადების გავრცელების რისკების შესამცირებლად  უწყებათაშორისმა საბჭომ ადგილობრივ თვითმმართველობებს რეკომენდაციით მიმართა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი