ახალი ამბები

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს – სამხრეთის კარიბჭე

28 თებერვალი, 2020 • 1979
ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს – სამხრეთის კარიბჭე

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ბორჯომში დღეს, 28 თებერვალს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დააკავეს. იგივე ინფორმაციას ავრცელებს “მთავარი არხიც”.

ნეტგაზეთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ელოდება აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას, რომელსაც დაუყონებლივ შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი