ხაჯიმბას განცხადებით, ჯგუფმა სამი თვის შემდეგ უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო პროგრამის პროექტი, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას ხელს შეუწყობს.
“ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ საზოგადოებაში “მომაკვდინებელი ინერცია” ჩამოყალიბდა, როდესაც სახელმწიფო აპრატის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მიმდინარე პრობლემებს არა კანონით, არამედ “გაგებით” აგვარებენ. ჩვენ, პრაქტიკულად, ყოველდღიურად მოწმენი ვართ უკანონო მოვლენების და ინციდენტების, რომლებშიც მონაწილეობენ ის ადამიანები, ვინც კანონს უნდა იცავდეს”,- აცხადებს ხაჯიმბა.
შესაბამისად, როგორც ხაჯიმბა ამბობს, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა დიდი საზოგადოებრივი ამოცანაა, რომლის გადაჭრაში ყველა საზოგოადოებრივი ძალა უნდა იღებდეს მონაწილეობას.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |