ახალი ამბები

შსს ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობაში ბრალდებულს ეძებს

28 თებერვალი, 2020 •
შსს ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობაში ბრალდებულს ეძებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობაში ბრალდებულს ეძებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

შსს-ის თქმით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი