ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანმა რეფერენდუმის ჰიმნის ტექსტი დაწერა [კლიპი]

27 თებერვალი, 2020 • 1647
ფაშინიანმა რეფერენდუმის ჰიმნის ტექსტი დაწერა [კლიპი]

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშიანიანი საკონსტიტუციო სასამართლოს დაშლის მიზნით ჩანიშნული რეფერენდუმის მხარდასაჭერად შექმნილ ჰიმნს აქვეყნებს.

ფაშინიანმა 27 თებერვალს გამოაქვეყნა ახალი სარეკლამო ვიდეოკლიპი. ჰიმნის ტექსტი თავად ნიკოლ ფაშინიანს ეკუთვნის, მუსიკის ავტორი კი უკრაინაში მცხოვრები სომხური წარმოშობის მუსიკოსი, ჰაიკ სტვერია.

ჰაიკ სვტერსვე ეკუთვნის სიმღერა, რომელიც 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი ჰიმნი გახდა: „ჩემი ნაბიჯი“. სწორედ ამ სახელით დაიწყო ფაშინიანმა კამპანია ქალაქ გიუმრიდან, რაც „ხავერდოვანი რევოლუციით“ დასრულდა და ზუსტად ამ სახელს ატარებს მისი პოლიტიკური ბლოკი.

ახალი ჰიმნი შექმნილია სარეფერენდუმო კამპანიისთვის, რომლის მიზანია, სასამართლოს ახლანდელი შემადგენლობა დაიშალოს კონსტიტუციის შეცვლის გზით. კონსტიტუციური ცვლილებებისთვის ოფიციალურად 17 თებერვალს დაიწყო. რეფერენდუმი 5 აპრილს არის ჩანიშნული. პროცესის ინიციატორი ფაშინიანია, მისი პოლიტიკური ოპონენტები კი ცვლილებებს აპროტესტებენ.

კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრიდან შვიდის გათავისუფლებას, რომლებსაც ფაშინიანი უკავშირებს ქვეყნის წინა, „კორუფციულ რეჟიმს“. სარეფერენდუმო კამპანია რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კლიპიც ამ კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდა.

ვიდეოში ძირითადად „ხავერდოვანი რევოლუციის“ პერიოდის კადრები ჩანს და თავად ფაშინიანიც ხშირადაა ნაჩვენები. ტექსტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაწერა ფაშინიანმა, ასე იწყება:

„რევოლუციას კის ვეუბნები,
მავნე წარსულის გზა ჩაიხერგა,
ხალხი ამაყი და ერთიანი
მომავალ დღეებს ღიმილით ხვდება“.

ამის შემდეგ ტექსტში დასახელებულები არიან საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომლებიც წინა მთავრობის დროს დაინიშნნენ.

სიმღერას თვითონ ჰაიკ სტვერი ასრულებს.

მასალა მომზადებულია „ევრაზიანეტზე“ დაყრდნობით.

ამ თემაზე გირჩევთ:

სომხეთის სასამართლო – ყოფილი პრეზიდენტების ბასტილია?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი