ახალი ამბები

ცხინვალი პერევთან გამშვებ პუნქტსაც კეტავს

27 თებერვალი, 2020 • 767
ცხინვალი პერევთან გამშვებ პუნქტსაც კეტავს

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით “კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე საქართველოსთან ყველა გამშვები პუნქტი იკეტება”. ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik ავრცელებს.

“ვირუსი მთელს მსოფლიოში ვრცელდება, ახლა კი მან მეზობელ საქართველომდეც მიაღწია. ეს სერიოზული გამოწვევაა სამხრეთ ოსეთისთვის და ამაზე რეაქცია უნდა მოხდეს ოპერატიულად, ამავდროულად მიზანშეწონილი და სწორი”, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრეს-მდივანმა, დინა გასიევამ.

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ყველა გამშვები პუნქტი დღეს, 27 თებერვალს 20:00 საათიდან განსაკუთრებული ბრძანების გაცემამდე ჩაიკეტება.

ამჟამად ცხინვალში გადასვლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან მხოლოდ “სინაგურის” (პერევთან) გამშვები პუნქტით არის შესაძლებელი. ახალგორის მხარეს გამშვები პუნქტი კი გასული წლის სექტემბერში ჩაიკეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი