ახალი ამბები

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო ჟიჟილაშვილი დაინიშნა

26 თებერვალი, 2020 • 2096
“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო ჟიჟილაშვილი დაინიშნა

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო ჟიჟილაშვილი დაინიშნა.

ამ პოსტზე ის მათე კირვალიძეს ჩაანაცვლებს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ტვ პირველის” დირექტორი ვახტანგ წერეთელი ავრცელებს.

“ძალიან მაგარი წამყვანი რომ არის, ეს იცით. ახლა ძალიან მაგარ საინფორმაციოსაც გააკეთებს. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში. წარმატებები ნინოს და ძალიან დიდი მადლობა მათე კირვალიძეს, რომელმაც ბევრი გააკეთა ჩვენი საინფორმაციო განვითარებისთვის. ზუსტად ვიცი, მათეს ისევე მაგრად გამოუვა ყველაფერი ახალ საქმეში, როგორც ამას აკეთებდა დღემდე”, – წერს წერეთელი.

ნინო ჟიჟილაშვილი ასევე რჩება გადაცემა “პოლიტიმეტრის” წამყვანად (ყოველ ოთხშაბათს) და “პირველებში” ვახო სანაიასთან ერთად (პარასკევს).

მასალების გადაბეჭდვის წესი