ახალი ამბები

კორონავირუსის გამო სწავლა არ შეწყდება

26 თებერვალი, 2020 • 1125
კორონავირუსის გამო სწავლა არ შეწყდება

კორონავირუსის დაფიქსირების გამო საქართველო არ აპირებს ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დროებით შეაჩეროს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.

საქართველო ირანთან მიმოსვლას 2 კვირით კეტავს. შეზღუდვა ეხება როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო (სხვა ქვეყნების გავლით) მიმოსვლას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით სამარშრუტო ტაქსით ჩამოვიდა საქართველოში ირანიდან. კარანტიშია გადაყვანილი საქართველოს მეორე მოქალაქე, რომელიც ინფიცირებულ ადამიანთან ერთად მგზავრობდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კარანტიში გადაიყვანენ იმ მებაჟეებსაც, რომლებსაც ინფიცირებულთან უშუალო შეხება ჰქონდათ.

კორონავირუსით დაავადებულია შუა ასაკის ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი