ახალი ამბები

მცხეთაში ნერგები დააზიანეს

26 თებერვალი, 2020 • 818
მცხეთაში ნერგები დააზიანეს

“დაუდგენელმა პირებმა ნეკერჩხლის ხეები გუშინ, 25 თებერვალს გამიზნულად დააზიანეს მცხეთაში, მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდებარედ”. ინფორმაციას ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, გადატეხილია 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე, რომელიც 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა და გამწვანების აქციის ფარგლებში ნოემბრის დასაწყისში დაირგო.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, კეთილმოწყობის სამსახურმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი