ახალი ამბები

სექსის მოთხოვნით კაცი ქალს პირადი კადრებით აშანტაჟებდა, ის 5 წლით დააპატიმრეს

26 თებერვალი, 2020 • 3471
სექსის მოთხოვნით კაცი ქალს პირადი კადრებით აშანტაჟებდა, ის 5 წლით დააპატიმრეს
პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელიც ქალს სექსის მოთხოვნით პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებდა, 5 წლით პატიმრობა მიუსჯეს.

უწყება სასამართლო მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ კაცმა ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები უკანონოდ მოიპოვა, შემდეგ კი, 2019 წლის ინავარში, დაზარალებულის მეგობარს გაუგზავნა.

აღნიშნული მასალის გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გაგზავნის მუქარით კაცი დაზარალებულს აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას და  300 ლარის გადაცემას მოითხოვდა.

სამართალდამცველებმა კაცი 2019 წლის 20 მაისს სიღნაღში დააკავეს.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება), 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ  სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა)  წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კაცი წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი