როგორც ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “ამ დიდ მოვლენას მთელი სოფელი დიდი ინტერესითა და განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა”.
“დვანი გარშემორტყმულია რუსი მესაზღვრეებით. აღნიშნულ მოვლენას ოკუპანტი მესაზღვრეები და სნაიპერები აკვირდებოდნენ. შსს-ის სპეციალური დანიშნულების სამსახურმა თასების უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყო”, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
უეფას სუპერთასს 11 აგვისტოს თბილისი მასპინძლობს. ამ თასს ბარსელონასა და სევილიას შორის გამარჯვებულს გადასცემენ. გარდა სუპერთასისა, დვანში ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის თასებიც ჩამოიტანეს, რომლებიც წინა სეზონში ბარსელონამ და სევილიამ მოიგეს.
უეფას სუპერ თასი საოკუპაციო ზოლთან სოფელ დვანში ჩავიდა. ამ დიდ მოვლენას მთელი სოფელი დიდი ინტერესითა და განსაკუთრებული …
Posted by Georgian Football Federation on Monday, July 27, 2015