როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
ზოგადი უნარების ტესტის სტატისტიკური ანალიზი დღის ბოლომდე გამოქვეყნდება.