ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2012-2015 წლების ქალაქ თბილისის ბიუჯეტში ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის სულ გეგმით გათვალისწინებული იყო 93 245 484 ლარი. 2015 წელს ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის ქალაქის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული იყო 44 817 374 ლარი, საიდანაც 26 მარტის მდგომარეობით ათვისებული იყო 30 847 881 ლარი.
გუშინ, 26 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ–ერთი უნგრელი ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რა დაუჯდა საქართველოს მთავრობას ოლიმპიური სოფლის აშენება და მოწყობა, რადგან მომავალი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ქვეყანა სწორედ უნგრეთია.
„ჩვენ მოვიზიდეთ ინვესტორი, რომლსაც ტერიტორია სიმბოლურ ფასში გადაეცა. თავის მხრივ მათ აიღეს ოლიმპიური სოფლის აშენების ვალდებულება. რაც შეეხება არენებს, ჩვენ ავაშენეთ 7 ახალი არენა და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ძველ 5 არენას, რასაც დაახლოებით 65 მილიონი ევრო დასჭირდა. ჩვენ მზად ვართ უნგრელებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, რათა ოლიმპიურ მოძრაობას ხელი შევუწყოთ“ – განაცხადა “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმდჯომარე ალექსი ახვლედიანმა.