ახალი ამბები

სააკაშვილის კრიტიკის შემდეგ ოდესის კლუბში რუსი რეპერის, ტიმატის კონცერტი გააუქმეს

26 ივლისი, 2015 •
სააკაშვილის კრიტიკის შემდეგ ოდესის კლუბში რუსი რეპერის, ტიმატის კონცერტი გააუქმეს

“პატივცემულო მიხეილ სააკაშვილო, მადლობა მაღალი შეფასებისა და ჩვენი კლუბის მხარდაჭერისთვის. ტიმატი მრავალი წლის მანძილზე ატარებდა თავის კონცერტებს ჩვენს კლუბში და წელს მისი მოწვევის დროს ჩვენ არ განგვიხილავს მისი გამოსვლის პოლიტიკური ფონი. ჩვენ გაგებით და პატივისცემით ვეკიდებით თქვენს ყურადღებას. ტიმატის კონცერტი კლუბ იბიცაში გაუქმდება,” – ეს განცხადება კლუბმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განათავსა.

 

 

Уважаемый Mikheil Saakashvili. Спасибо Вам большое за высокую оценку и поддержку нашего клуба. Тимати на протяжении мн…

Posted by Ibiza Beach Club, Odessa on Sunday, July 26, 2015

ამ განცხადებით კლუბი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილს პოსტს ფეისბუკში. სააკაშვილმა დაწერა, რომ არ ესმის, როგორ შეეძლო ოდესის კლუბ “იბიცას”, რომელიც ოდესის ღირსშენიშნაობაა, მოეწვია რეპერი ტიმატი, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვთან მეგობრობს. სააკაშვილმა დაწერა, რომ ის წინააღმდეგია ქალაქში ტიმატის ჩამოსვლის.

 

Тим, хто порівнює прагнення України до свободи та незалежність з наркоманією-не місце на українських сценахВважаю Ібіц…

Posted by Mikheil Saakashvili on Sunday, July 26, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი