გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, შპს ,,ხირამის“ სახელით დაამზადეს ყალბი სამეურნეო ოპერაციების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ხელშეკრულება, თითქოს აღნიშნულმა საწარმომ ერთ-ერთ კომპანიას მიაწოდა 249 700 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.