10:00 სთ-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევის წინასწარიშედეგების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.
10:30 სთ- ზე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სტიქიის შემსწავლელი კომისიის საქმიანობის შედეგები, რისკები და რეკომენდაციები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.
11:00 -საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის ზღვის შემოვლით გზისა და თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი საავტომობილო კვანძის დასრულებულ სამუშაოებს დაათვალიერებს. საკონტაქტო პირი : გვანცა პაპავაძე 591 00 49 31
11:00 საათზე „ მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები სოსო შატბერაშვილი და კახა ძაგანია, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სემეკის გადაწყვეტილება დენის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, არასაპარლამენო ოპოზიციის მოთხოვნები და გეგმები. აპირებენ თუ არა პოლიტიკოსები ქუჩის საპროტესტო აქციის დაწყებას. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.
12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (მე-10 სართული) სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ ჯაში, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის არსებული სერვისების გაუმჯობესება
13:00- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში აკაკი წერეთლის დაბადებიდან175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა სლოგანით „აკაკი თანამედროვე რეალობაში“. გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება და შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულინამუშევრების გამოფენა გაიმართება.