ახალი ამბები

რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ – გახარია კორონავირუსის გამო ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

23 თებერვალი, 2020 • 1223
რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ – გახარია კორონავირუსის გამო ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ყველა საჭირო აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება. რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურად განხორციელდეს“.

23 თებერვალს ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ვირუსის ირანში გავრცელების ფონზე, იგეგმება თუ არა ამ ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების აკრძალვა.

გახარიამ განაცხადა, რომ „ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის გზებზე მსჯელობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და საჭიროების შესაბამისად, ყველა დამატებითი მექანიზმი ამუშავდება“.

„ეს იქნება ფრენების შეზღუდვა თუ სხვა, რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ… მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი“, — განაცხადა გახარიამ. მის აღნიშნულ კომენტარს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

წინა დღით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან კორონავირუსის გამო.

22 თებერვალს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმზღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი სააკორდინაციო საბჭო ორი დღეა მსჯელობს პრევენციულ ღონისძიებებს და მიირებს გადაწყვეტილებას.

გამყრელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის მომატებულ საფრთხეს, რადგანაც კორონავირისი გავრცელდა ირანშიც, რომელთანაც საქართველოს მჭირდო ურთიერთობა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი