ახალი ამბები

“თელასი” ელექტროენერგიის ტარიფის დადგენას ითხოვს

23 ივლისი, 2015 •
“თელასი” ელექტროენერგიის ტარიფის დადგენას ითხოვს

სემეკის ინფორმაციით, კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.

 

“კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ საფუძველზე კომისია სამი სამუშაო დღის ვადაში შეისწავლის სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო განაცხადი სრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია დაიწყებს საკითხზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას და კომისიის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას”, – წერია სემეკის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი