ახალი ამბები

კორონავირუსის გამო ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავეთ – საგარეო უწყება

23 თებერვალი, 2020 • 1958
კორონავირუსის გამო ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავეთ – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან კორონავირუსის გამო.

” კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო გთხოვთ, თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე”, – იუწყება საგარეო უწყება.

თეირანში საქართველოს ცხელი ხაზის ნომრებია: 

+989352110274

+989122997726

+989108201041


22 თებერვალს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმზღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი სააკორდინაციო საბჭო ორი დღეა მსჯელობს პრევენციულ ღონისძიებებს და მიირებს გადაწყვეტილებას.

გამყრელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის მომატებულ საფრთხეს, რადგანაც კორონავირისი გავრცელდა ირანშიც, რომელთანაც საქართველოს მჭირდო ურთიერთობა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი